„ბარსელონამ“ მამარდაშვილთან ვერაფერი გააწყო

0
54

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ მაისურით მაღალ დონეზე კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა, რომლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარები დიდი შანსი ჰქონდა.
მე-17 ტურში რუბენ ბარახას გაწვრთნილმა გუნდმა „ბარსელონა“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლასი ქულა აიღო, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერის დიდი დამსსახურებაა. მამარდაშვილმა პირველა ტაიმში სამი დუელი მოუგო რობერტ ლევანდოვსკის და ამ ეპიზოდებიდან ყველაზე გამოსარჩევი პოლონელი ფორვარდის ვარდნაში დარტყმულის განეიტრალება იყო.
„ბარსელონამ“ ანგარიში 55-ე წუთზე გახსნა, როდესაც ფრენკი დე იონგმა საუცხოო პასით მასპინძლების საჯარიმოში რაფინია მოძებნა, რომლის გადაცემის მერე ჟოაო ფელიქსმა ცარიელ კარში ბურთი შეაგორა – 0:1. გოლის ეპიზოდში როგორც ამ სეზონში არაერთხელ „ვალენსიას“ დაცვა ისევ ჩავარდა. ამის შემდეგ მამარდაშვილმა რაფინიას ძლიერად დარტყმული ბურთი ახლო კუთხეში არ გაუშვა. მან რაფინიას კიდევ ერთხელ აჯობა, როდესაც ფერან ტორესის კარგი გადაცემის მერე პირისპირ გასულ ბრაზილიელს არ გაატანინა. 70-ე წუთზე უგო გილამონმა ერთი ბარსელონელი ჩამიცილა და საჯარიმოში ოდნავ შესულმა „ცხრიანში“ ეფექტური ბურთი გაიტანა – 1:1.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და 2020 წლის შემდეგ პირველად „ბარსელონასთან“ ქულა აიღო. “ვალენსია” 20 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი