დავითაშვილმა ვერ მოიგო, ჩაკვეტაძე არ ათამაშეს

0
64

„ბორდო“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის გასავარდნ ზონაშია. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურში ჟირონდელებმა „სენტ-ეტიენი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. „ბორდო“ 19 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.
ინგლისის ჩემპიონშიფის 21-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ წუთითაც არ ათამაშეს. უოტფორდელები შინ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ „იფსვიჩ თაუნთან“ 1:2 დამარცხდნენ, ხოლო საქათველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი, რომელსაც ტრავმა არ აწუხებს თადარიგში დატოვეს. „უოტფორდი“ 28 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 პოზიციაზეა.
იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში „ფროზინონემ“ გასვლაზე სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ „ლეჩესთან“ 1:2 წააგო. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გიორგი კვერნაძე განაცხადში იყო და მოედანზე მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე შეუშვეს. ის გუნდს სეზონის წინ შეუერთდა და მესამედ ითამაშა. „ფროზინონე“ 19 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიცაზეა.
ლაშა თაბაგარი