„ნაპოლი“ და ოსიმენი შეთანხმდნენ

0
116

ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლისთან“ ახალი კონტრაქტს გააფორმებს, ირწმუნება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ნიგერიის ეროვნული ნაკრების 24 წლის ფეხბურთელი ნეაპოლელებთან ხელშეკრულებას 2026 წლამდე დადებს. ამის შესახებ კლუბი ოფიციალურად უახლოეს ხანში განაცხადებს. ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევრო იქნება.
ოსიმენმა გასულ სეზონში „ნაპოლიში“ ყველა ტურნირში ჩატარებულ 39 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და თავდამსხმელი გახდა. გარდა ამისა, იტალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ს საუკთესოდ ფეხბურთელად დაასახელა. ცოტა ხნის წინ, ოსიმენმა აფრიკის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი პრიზი მიიღო.
ლაშა თაბაგარი