„ნაპოლი“ და კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავიდნენ

0
80

„ნაპოლი“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, ჩემპიონთა ლიგი 1/8-ფინალში გავიდა. C ჯგუფის დასკვნით მატჩში ვალტერ მაცარის გაწვრთნილი გუნდი პორტუგალიის „ბრაგას“ დაუპირიპირდა და სამი ქულის აღება არ გაჭირვებია. მატჩის დასაწყისში სტუმრებმა შექმნეს ნეააპოლელთა კართან სახიფათო მომენტი, მაგრამ ახლო მანძილიდან ბრუმას დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. ამის შემდეგ, ნეაპოლელები დომინირრებდნენ და ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა – პოლიტანო მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი გააკეთა, ხოლო თურქმა მცველმა სერდარმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
33-ე წუთზე, კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე ერთი შეხებით ძალიან კარგი პასი მისცა შეტევაში ჩართულ ბრაზილიელ მცველ ნათანს, რომელიც საჯარიმოში შევიდა და ოსიმენი მოძებნა, ნიგერიელმა კი ჯგუფურ ტურნირზე თავისი პირველი ბურთი შეაგდო. მატჩის მიწურულს კვარაცხელიას თავის გამოჩენა თავად შეეძლო, როდესაც ჩვეულ სტილში მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და დაარტყა, თუმცა პორტუგალიელთა მეკარემ კარი არ დაანება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეტევის ლიდერმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ გასული სეზონისგან განსხვავებით ჯგუფში გამართულ დაპირისპირებებში გოლი არ გაუტანია.
„ნაპოლიმ“ 10 ქულა დააგროვა და ჯგუფი მეორე ადგილი დაიკავა. პირველ პოზიციაზე როგორც მოალოდნელი იყო მადრიდის „რეალი“ აღმოჩნდა, რომელმაც ბოლო ტურში გასვლაზე ბერლინის „უნიონს“ 3:2 აჯობა და თავი 18 ქულას მოუყარა. ესპანურმა გრანდმა ყველა შეხვედრა მოიგო. „ბრაგა“ 4 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და მომავალ წელს ევროპა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი