თბილისის „საბურთალოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის ომარ თეთრაძის განცხადებით, საქართველოში სამუშაოდ ფსიქოლოგიურად მზად არაა.
„საბურთალოში“ წელიწადზე ოდნავ ნაკლები დროის განმავლობაში ვიმუშავე. თუმცა, სექტემბერში მივედი დასკვნამდე, რომ უნდა წავიდე. ახლა როგორც იტყვიან თავისუფალი აგენტი ვარ. საქართველოს ბევრი კლუბი მეპატიჟებოდა, მაგრამ ფსიქოლოგიურად იქ სამუშაოდ მზად არ ვარ.
მზად ვარ თუ არა საქართველოში სამუშაოდ? დიახ, კარიერის აქ გაგრძელება მინდა და მოსკოვში ამიტომ ჩამოვედი. ოჯახი საქართველოში ცხოვრობ. „საბურთალოში“ როდესაც ვმუშაობდი რუსეთში პრაქტიკულად არ ჩამოვდიოდი, რადგან ყოველ ამ დღეში ერთხელ თამაში გვქონდა და უბრალოდ დრო არ მყოფნიდა. სამაგიეროდ, ახლა შემიძლია თავს უფლება მივცე, რომ აქეთ-იქით ვიარო“ – იუწყება 54 წლის სპეციალისტი.
საქართველოში დაბადებულ-გაზრდილმა თეთრაძემ საფეხბურთო კარიერა საქართველოში დაიწყო, სადაც საბჭოთა კავშირის პირველობაზე თბილისის “დინამოში” ითამაშა, ხოლო საქართველოს ჩემპიონატში ოზურგეთის “მერცხალში”. .
თეთრაძე თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა: იტალიური “რომა”, ბერძნული “პაოკი” და მოსკოვის “დინამო”, ვლადიკავკაზის “ალანია”, სამარას “კრილია სოვეტოვი”. თეთრაძე არის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, ხოლო “საბურთალომდე”, ის “ტობოლში”, “ჟეტისუში”, “ანჟიში”, “ხიმკიში” და “ნიჟნი ნოვგოროდში” მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი





