არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Time წლის სპორტსმენად დაასახელა.
“ინტერ მაიამის” ფეხბურთელმა 2023 წელს კარიერაში მერვე “ოქროს ბურთი” მოიგო. მან პსჟ-ს შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატში და სუპერთასზე გაიმარჯვა. გარდა ამისა, მესიმ “ინტერ მაიამის” არსებობის ისტორიაში პირველი ჯილდო ლიგის თასი მოაპოვებინა.
მესი “ინტერ მაიამიში” გასულ ზაფხულს გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 14 მატჩში 11 გოლი გაიტანა, პლუს 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





