ლევან კორღალიძე ყაზახეთის პრემიერლიგაში წელს აღზევებულ „ჟენისში“ მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. ქართველი სპეციალისტი ანთალიაში ჩავიდა, სადაც გუნდი პირველ შეკრებას გაივლის. როგორც კორღალიძემ atiani.ge-სთან განაცხადა, გუნდი ანთალიაში 18 დეკემბრამდე დარჩება. ამის შემდეგ ფეხბურთელები დაისვენებენ და იანვარში შეკრებაზე ისევ თურქეთში გაემგზავრებიან. კახა ცხადაძის შემდეგ, კორღალიძე მეორე ქართველია, რომელიც ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდს გაწვრთნის.
43 წლის კორღალიძე 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტამდე თბილისის “ლოკომოტივს” ავარჯიშებდა. ის 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე და 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივნისამდე თბილისის “საბურთალოს” წვრთნიდა. მან 2021 წელს “საბურთალოს” საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი





