ვიქტორ როკე „ბარსელონას“ იანვარში შეუერთდება

0
112

ბრაზილიელი თავდამსხმელი ვიქტორ როკე „ბარელონას“ 2024 წლის იანვარში შეუერრდება.
ბრაზილიურმა კლუბი „ატლეტიკო პარანაენსეს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 18 წლი ფეხბურთელი ევროპაში გადასვლამდე კლუბის მაისურით ბოლო მატჩს 4 დეკემბერს „სანტოსთან“ ჩაატარებს.
„ბარსელონა“ როკეს განაცხადში ტრავმირებული გავი ნაცვლად შეიყვანს. არადა, თავდაპირველად ესპანური გრანდი ახალგაზრდა ბრაზილიელის დამატებას მომავალი წლის ივლისში გეგმავდა.
როკე „ატლეტიკო პარანაენსესს“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2022 წლიდან თამაშობდა – 79 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

ლაშა თაბაგარი