ლიონელ მესი: „ნაკრებში დარჩენა იმაზე მეტი ხანი მსურს ვიდრე ოდესმე“

0
69

მსოფლიო მოქმედი ჩემპიონის არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ 2026 წელს გასამართ მუნდიალზე თამაში არ გამორიცხა.
„დრო გვაჩვენებს ნაკრებში ვიქნები თუ არა. რეალობა ისაა, რომ იმ მომენტისთვის ისეთ ასაკში ვიქნები, როდესაც მოთამაშეები ჩვეულებისამებრ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ თამაშობენ და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ არა მგონი იქ ვიყო-მეთქი.
ისე ჩანდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ყველაფერს მივაღწიე, მაგრამ პირიქითაა: ახლა ნაკრებში დარჩენა იმაზე მეტი ხანი მსურსს, ვიდრე ოდესმე, რადგან ამდენი წვალების შემდეგ, ამჟამად ჩვენ განსაკუთრებული პერიოდი გვაქვს, რომელიც მანამდე არგენტინის ნაკრებში არასოდეს მქონია და ამით დატკბობა მინდა. არგენტინაში ჩასვლ მომონს. გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. ჩვენ ძალიან შეკრული და ჯანსაღი გუნდი გვყავს, რომლის თითოეულ წევრს ერთად ყოფნა მოსწონს. ამის შეგრძნება მსიამოვნებს და მომდევნო ორ-სამ წელიწადზე არ ვფიქრობ, რაც ფეხბურთში ძალიან ხანგრძლივი პერიოდია.
მსოფლიო ჩემპიონატზე არ ვფიქრობ და ასი პროცენტით დაარწმუნებული არ ვიძახი, რომ იქ არ ვიქნები, რადგან შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. დიდი ალბათობით ასაკის გამო მუნდიალზე არ ვიქნები. თუმცა, მომავალი ყველაფერს გვაჩვენებს. იქნებ კოპა ამერიკა ისევ მოვიგოთ და წარმატებით ასპარეზობა გავაგრძელოთ. შესაძლოა, ასე არ მოხდეს. ვერ ვიტყვი გავაგრძელებ თუ არა, მაგრამ რეალისტი ვარ და ვიტყვი, რომ ეს რთული იქნება.
ყოველთვის მაქსიმალურად დავიხარჯები და პირველი მივხვდები როდის შევძლებ თამაშს და როდის – არა. ისიც გათავისებული მაქვს, რომ ნაკლებად ძლიერ ლიგაში გადავედი, მაგრამ ყველაფერი ჩემს ინდივიდუალურ გამოსვლაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგადაა და შემიძლია ნაკრების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ერთადერთი რაზეც ვფიქრობ ისაა, რომ კოპა ამერიკისთვის კარგად მოვემზადო და ამ ტურნირზე თამაშის შესაძლებლობა მქონდეს. ჩვენ ვიბრძოლებთ და როგორც ყოველთვის ჩემპიონობას ვეცდებით“  – განაცხადა მესიმ Star+-თან ინტერვიუში.
ლაშა თაბააგრი