ფაბიო გროსო „ლიონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ კლუბის პრესსამსაცური იუწყება:
„ლიონს“ სურს მადლობა გადაუხადოს ფაბიო გროსოს და მის ასისტენტებს გაწეული სამუშაოსთვის და პროფესიონალიზმითვის“.
დროებით გუნდს „ლიონის“ ახალგაზრდული დეპარტემენტის ხელმძღვანელი 44 წლი პიერ სეიჯი ავარჯიშებს, რომელიც მანამდე ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა. იტალიის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონი გროსო „ლიონს“ მიმდინარე წლის სექტემბრიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 7 მატჩიდან „ლიონმა“ ერთი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა, ხოლო ოთხჯერ დამარცხდა.
„ლიონი“, რომელიც ერთ დროს ჩემპიონობას არავის უთმობდა, 7 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





