„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერლიგაში უნიკალური რეკორდი დაამყარა. მე-13 ტურში მანჩესტერელებმა სტუმრად „ევერტონს“ 3:0 აჯობეს. „იუნაიტედი“ პრემიერლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 500 მატჩში გოლი არ გაუშვა. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე „ჩელსია“ (476), ხოლო მესამეზე – „ლივერპული“ (460).
განვლილი მატჩის მე-3 წუთზე ანგარიში არგენტინელმა გარნაჩომ გახსნა, რომელმაც მაარჯვენა ფლანგიდან დიეგო დალოტის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ულამაზესი „მაკრატელა“ გაიტანა. 56-ე წუთზე პენალტიდან თავი რაშფორდმა გამოიჩინა, ხოლო 75-ეზე – მარსიალმა.
ლაშა თაბაგარი





