ბერლინის „უნიონის“ ახალ მთავარ მწვრთნელად ნენად ბიელიცა დანიშნეს. 42 წლის ხორვატმა სპეციალისტმა ურს ფიშერი შეცვალა.
გერმანულმა კლუბმა თავის ვებგვერდზე ცალკე აღნიშნა. რომ 32 წლის მარი-ლუიზა ეტა, რომელიც გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი ქალი მწვრთნელია. გუნდის სამწვრთნელო შტაბში დარჩება.
„უნიონამდე“ ბიელიცა „ტრაბზონსფორს“ ავარჯიშებდა. სხვათა შორის, ბერლინელები ლეგენდარული ესპანელი ფორვარდის რაულის კანდიდატურასაც განიხილავდნენ, რომელიც ამჟამად „რეალის“ მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელია.
„უნიონს“ 12 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და ბუნდესლიგის 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





