„ბორდომ“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. მე-15 ტურში „ბორდო“ სტუმრად „პარიზს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. ჯირონდელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეაგდეს. ამ სეზონში „ბორდომ“ მიჯრით ორი თამაში პირველად მოიგო. ჟირონდელებს 18 ქულა აქვთ და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზე არიან.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-17 ტურში „ლევანტე“ გასვლაზე „ეიბართან“ 1:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა დამარცხებულთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. „ლევანტე“ 24 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





