ვლადიმირ ვაისი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე გავა. ნაკრები კარგად თამაშობს. პირველი თამაში სახლში და ჩემი აზრით მეორე ჯერზე გუნდი წარმატებას მიაღწევს. საქართველოს ნაკრებს როდესააც ვწვრთნიდი ფინალში გავედით, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან დავმარცხდით.
ახლა ფეხბურთელებმა მეტი გამოცდილება მიიღო და გუნი კარგ დონეზეა. მჯერა, რომ საქართველო თავის შანსს გამოიყენებს და ევროპი ჩემპიონატზე მოხვდება. ეს მოვლენა მთელ საქართველოსს გაახარებს.
ხვიჩას ნაკლებად წარმატებული სეზონი აქვს? რა თქმა უნდა, ახლა მეტოქეები მას უფრო მეტ ყურადღებასს უთმობენ. ნაკრებში ჩატარებულ ბოლო ორ მატჩში აჩვენა, რომ არა მხოლოდ ევროპის, არამედ, მსოფლიო დონის მოთამაშეა.მას წარმატებას ვუსურვებ.
„ნაპოლიმ“ ბევრი მოთამაშე გაყიდა და ისე არ უმართლებს როგორც გასულ სეზონში. თუმცა, ხვიჩას დრო „ნაპოლიში“ მოვა“ – იუწყება სლოვაკის სპეციალისტის ნათქვამს championat.com.
ლაშა თაბაგარი





