„სამტრედია“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც მეტოქეს ერთ მატჩში 9 უპაუხო ბურთი გაუტანა.
34-ე ტურის მეორე სათამაშო დღე ბათუმში ჯონი ბაკურიძის სახელობის „ანგისას“ ბაზაზე გაიხსნა, სადაც ქობულეთის „შუქურამ“ „სამტრედია“ მიიღო და განადგურდა. საქმე ისა, ფინანსური პრობლემების გამო “შუქურას” პირველი გუნდის ფეხბურთელებმა არ ითამაშეს და მოედანზე დუბლშემადგენლობის მოთამაშეები გავიდნენ.
სტუმრებმა მეტოქის „რბევა“ მე-15 წუთიდან დაიწყო, როდესაც მაკედონიელმა ალექსანდრე მიშოვმა ანგარიში გახსნა, ხოლო ოთხ წუთში მეორე გოლი გაიტანა. მას 33-ე წუთზე მხარი სერბმა სტრაჰინია პავიშიჩმა აუბა. მე-40 წუთზე რუსეთის მოქალაქ აბდულა ხაიბულაევმა ქობულეთელები კიდევ ერთხელ დაამწუხრა.
50-ე წუთზე თავი ილია ახვლედიანმა გამოიჩინა, ხოლო სამ წუთში – დავით კირკიტაძემ.
57-ე წუთზე ახვლედიანმა პენალტიდან დუბლი მიითვალა, რასაც 76-ე წუთზე ჰეთ-თრიქი მიაყოლა. 82-ე წუთზე კირკიტაძემ წერტილი დასვა.
ჩრდილოეთ მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის გაწვრთნილი „სამტრედია“ 33 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო რეზო ძოძუაშვილის დამოძღვრილ „შუქურას“ 11 ქულა აქვს და ლიგიდან კარგა ხანია გავარდნილია.
შუქურა 0:9 სამტრედია
ლაშა თაბაგარი





