ბათუმის „დინამო“ მეორედ გაჩემპიონდა – ფაცაციას ფანტასტიკური გოლი

0
27

ბათუმის „დინამომ“ არსებობის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედლები მეორედ მოიგო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურში უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გუნდმა „თელავს“ უმასპინძლა და 3:0 აჯობა, ხოლო პარალელურად ქუთაისში ჩატარებულ შეხვედრაში თბილისის „დინამო“ „ქართულ კლასიკოში“ ქუთაისში “ტორპედოს” დაუზავდა, რის გამო, ესპანელი ანდრეს კარასკოს შეგირდებს ჩემპიონობის შანსი დააკარგვინა. შავიზღვისპირელებს 73 ქულა აქვთ და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე თბილისელებს 8 ქულით ასწრებენ.
ბათუმელებმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგა პირველად 2021 წელს მოიგეს გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით. მიმდინარე სეზონი გუნდმა ასევე გეგუჩაძის თავკაცობით დაოწყო, რომელიც აგვისტოში დემჩენკომ შეცვალა.
თამაშის 24-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ბათუმელთა შეტევის დროს მეტოქის ნახევარზე მყოფმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა საჯარიმოში ირაკლი ბიძინაშვილი მოძებნა, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 1:0.
38-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა შორი მანძილიდან ჯარიმა დაარტყა და ბურთი „ცოცხალ“ კედელს მოხვდა, რის შემდეგ თელაველთა საჯარიმოში ცოტნე ფაცაციას მიუვიდა, რომელიც ცოტნე მოსიაშვილმა წააქცია. მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა და პენალტი დანიშნა, რომელიც მამაუჩაშვილმა ვერ გაიტანა – ბურთი გვერდით ძელს მოახვედრა.
55-ე წუთზე გიორგი ზარიამ ცრუ მოძრაობით მეტოქის საჯარიმოში ორი მცველი ჩამოიცილა, მერე კიდევ ერთი „მოატყუა“ და სტუმართა მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 2:0.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ცოტნე ფაცაციამ თავისი ნახევრიდან ბურთი კარიდან წინ გამოსულ ბექა ქურდაძეს თავს ზემოთ გადაუგდო და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ ულამაზესი გოლი გაიტანა – 3:0.
ბათუმელებს „ოქროს დუბლის“ შესრულების შანსი აქვთ, რადგან 6 დეკემბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში „საბურთალოს“ შეხვდებიან.
დინამო ბთ 3:0 თელავი 
ქუთაისში გამართული დაპირისპირების პერიპეტიებს რაც შეეხება, მატჩის მე-9 წუთზე „დინამოს“ განელმა ლეგიონერმა ოსეი ბარნსმა ტრავმა მიიღო და შეცვლა მოითხოვა. მოედანზე მის ნაცვლად ლევან ოსიყმაშვილი შევიდა. 23-წუთზე თბილისელთა რიგებში ესპანელი მარცხენა მცველი კადეტე დაშავდა, რომელიც ლუკა ლაკვეხელიანმა შეცვალა.
38-ე წუთზე „ტორპედოს“ კონტრშეტევის დროს ირაკლი ბუღრიძე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა, მაგრამ ვერ დაარტყა, თუმცაა ბურთი ლაშა შერგელაშვილს მიუვიდა, რომელსაც ლევან ოსიყმაშვილმა ხელი ვერ შეუშალა და მასპინძელთა მარცხენა მცველმა გიორგი ლორიას გაუტანა – 1:0.
58-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ბურთი „დინამოს“ სააჯრიმოსთან ახლოს მიიღო, ანზორ მექვაბიშვილს გაცდა და დაახლოებით 23 მეტრიდან ზუსტად დაარტყა – 2:0.
მე-80 წუთზე მარჯვენა ფრთიდან სტუმართა იერიშის დროს გიორგი მაისურაძემ „ტორპედოს“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველაზე მაღლა სერბი ზორან მარუშიჩი ახტა და თავით შეაგდო – 2:1. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მარუშუჩმა დუბლი შეასრულა და “დინამო” მარცხისგან იხსნა. ბოლო წუთზე მოწინააღმდეგის კართან ახლოს მდგომმა მარუშიჩმა ხელსაყრელი პოზიციიდან თავით ვერ გაიტანა. ცოტა ხანში მისი თავურის შემდეგ კლიაჩიმა ნახტომში ქუთაისელები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
თბილისის „დინამო“ მეორე ადგილზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში გუნდს გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც აგვისტოში კარასკომ ჩაანაცვლა. “ტორპედო” 56 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ტორპედო 2:2 დინამო თბ

გორის “დილამ” რომარიკ ეტოუს გოლით სძლია “გაგრას” და მესამე ადგილზე დაბრუნდა. კონგოელმა მე-17 წუთზე თავით გაიტანა.
“დილამ” ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა, “გაგრამ” კი ბოლო ოთხ შეხვედრაში სამჯერ წააგო და ბოლოსწინა ადგილზეა, თუმცა არაა გამორიცხული, მეშვიდე ადგილზე გასვლა მოახერხოს და პლეი-ოფს ასცდეს.
დილა 1:0 გაგრა

ლაშა თაბაგარი