“ბაიერნი” კვარაცხელიას შეძენის ვარიანტს განიხილავს

0
31

მიუნხენის “ბაიერნი” ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის ვარიანტს განიხილავს. Sky Sport Deutschland-მა შეძლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ვილი სანიოლის სიტყვების მტკიცებულების მოპოვება, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიუნხელები ხვიჩას თვალს ადევნებენ.
თუმცა, ჯერჯერობით გერმანულ გრანდს იტალიური “ნაპოლიდან” კვარაცხელიას საყიდლად კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამს. კვარაცხელიამ, რომელიც გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ამ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი