თემურ ქეცბაია: „ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტია“

0
25

კვიპროსის ეროვნული ნაკრების თავკაც თემურ ქეცბაიას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მოგების მთავარ ფავორიტად მიაჩნია. ქართველმა სპეციალისტმა ამის შესაჩევ შესარჩევ ციკლში შინ ესპანელებთან 1:3 წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც კვიპროსელი ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
-რატომ ვერ დაამარცხეთ ესპანეთის ნაკრები“
თემურ ქეცბაია: „ეს რა კითხვაა! თქვენ ორივე გუნდის ფეხბურთელები ნახეთ? ჩვენ რას გვთხოვთ, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს ვუპირისპირდებით? ნახეთ ისინი რა გუნდებში თამაშობენ? და ამის შემდეგ ასეთ კითხვას მისვამთ?
ეს ნაკრები არათუ ევროპაში, არამედ, მსოფლიოში საუკეთესოა. ვფიქრობ ზოგიერთ ასპექტში კიდევ უფრო უკეთესად გამოიყურებიან ვიდრე 2008-2012 წლების პერიოდში, რადგან ფლანგებს გაცილებით ხშირად იყენებენ. ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტია“.
ლაშა თაბაგარი