საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები 19:3 დაამარცხა და, ზედიზედ მეხუთედ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
პირველ ტაიმში, დიდი უპირატესობის მიუხედავად, უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” მხოლოდ 2 ლელოს გატანა მოახერხეს. თავი ტატო ბურთიკაშვილმა და ანდრო დვალმა გამოიჩინეს. გიგი სირბილაძემ ორივე გარდასახა და პირველი ტაიმი 14:0 მოვიგეთ.
შესვენების შემდეგ პორტუგალიელებმა საჯარიმო დარტყმით ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირეს – 3:14. თუმცა, თამაშის მიწურულს შეცვლაზე შესულმა “9 ნომერმა” გიორგი სპანდერაშვილმა მორკინალების მიძალება ლელოთი დაასრულა. სირბილძემ ვერ გარდასახა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 19:3.
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე („ლელო“), 14. ტატო ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), 13. სანდრო სესიაშვილი („არმია“), 12. გიორგი ხაინდრავა („ლელო“), 11. ლუკა კეშელავა („არმია“), 10. გიგი სირბილაძე („სქარბოროუ“, ინგლისი), 9. გიორგი ჯაში („არმია“);
შერკინება: 1. გიორგი მესხიძე („ხვამლი“), 2. მიხეილ ხახუბია („ლელო“), 3. ნიკა ქუმარიტოვი („ლოკომოტივი“), 4. კახა შეყილაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), 5. გაგი მარგველაშვილი („რასინგ 92“, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე („ლიონი“, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე („ლელო“), 8. ანდრო დვალი („ლელო“, კაპიტანი);
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე („ლელო“), 17. გიორგი ძაგანია („სტად ნისუა“, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია („ყოჩები“), 19. მიხეილ შიოშვილი („ლელო“), 20. დავით ლაგვილავა („გრენობლი“, საფრანგეთი), 21. გიორგი სპანდერაშვილი („ლელო“), 22. ბუბა ნოზაძე („ბათუმი“), 23. დავით ბარბაქაძე („არმია“), 24. ნიკოლოზ ხალვაში („ლელო“), 25. ნუგი ქევხიშვილი („ლელო“), 26. თემო წულუკიძე („იუნკერები“).




