შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის სტივ კლარკის აზრით, საქართველო მესამე კალათის გუნდია. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში თბილისში 2:2 დასრულებული მატჩის მერე განაცხადა.
სტივ კლაარკი: “როდესაც თამაშს ვერ იგებ, ფრეც კარგი შედეგია. საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, ხვიჩა კვარაცხელიამ მაგარი გოლები გაიტანა და მაღალი დონს ფეხბურთელია. ამიტომ, ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა მოედანზე აჩვენა გამძლეობა და პირველ რიგში, ხასიათი, ამიტომ, შედეგით უკმაყოფილო არ ვარ. გარდა ამისა, თბილისში მანამდე გოლიც არ გვქონდა გატანილი, შესაბამისად, ვერ ვხედავ მიზეზს, რომ უკმაყოფილო ვიყო.
მეტოქის ფეხბურთელების პროვოკაციები? ყველა მატჩში მზად უნდა იყო იმისთვის, რომ მეტოქე მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს, ამიტომაც, უნდა გვახსოვდეს, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ. როდესაც გუნდი იგებს, ყველაფერს აკეთებს ანგარიშის შესანარჩუნებლად. დიახ, ქართველი ფეხბურთელები მოედანზე ხშირად იწვნენ, მაგრამ ეს არის თანამედროვე ფეხბურთის შემადგენელი ნაწილი და ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პრობლემას ვერ ვხედავ.
ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები მესამე კალათის გუნდია და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი პლეი-ოფში ექნება. თქვენ ხვიჩა კვარაცხელიას სახით ჯადოსნური ფეხბურთელი გყავთ, ვილი სანიოლიც კარგი მწვრთნელია, შესაბამისად, ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია”.





