ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ ციკლში ზედიზედ ორი მატჩი პირველად წააგო. ფერნანდო დინიზის გაწვრთნილი გუნდი 2026 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ჯერ ურუგვაისთან 0:2 დამარცხდა, ხოლო შემდეგ ასევე გასვლაზე კოლუმბიასთან 1:2 წააგო. ბრაზილიელები 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-5 ადგილზე არიან. მსოფლიო 5-გზის ჩემპიონმა 5 ეხვედრასი 6 გოლი გაუშვა – იმდენი რამდენიც მსოფლიო 2022 წლი პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მაშინ „სელესაომ“ 17 მატჩში 40 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 5 მიიღო.
20223 წელს ბრაზილია არსებობის ისტორიაში წაგებული მატჩების რაოდენობით ერთ-ერთ ყველაზე ცუდ შედეგ დააფიქირებს. მიმდინარე კალენდარულ წელს ბრაზილიამ 8 თამაშიდან 4 წააგო. მანაამდე, ბრაზილიამ ერთი ლის განმავლობაში 4 თამაში 7-ჯერ წააგო. ამაზე ცუდი შედეგი 1963 წელ (18 თამაშში 8 მარცხი) და 1968 წელს (20 თამაშში 5 მარცხი) ჰქონდა.
მანამდე, ბრაზილიამ წლის განმავლობაში ჩატარებული თამაშების ნახევარი 1948 წელს წააგო. წელს ბრაზილიას სათამაშო არგენტინასთან აქვს და წარუმაებლობის შემთხვევაში წლის განმავლობაში წაგებათა პროცენტი 55,5 ექნება, ხოლო თუ გაიმარჯვებს – 44,44. ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო 60 წლის მანძილზე ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ცნობისთვის კოლუმბიელი ფორვარდ ლუის დიასი ბოლო 14 წლის მანძილზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ბრაზილიასთან დუბლი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი





