გოგა ბითაძის 14 ქულა

0
37

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფლორიდის შტატის წარმომადგენელი „ორლანდო მეჯიქი“, რომელშიც ქართველი მეფარე გოგა ბითაძე თამაშობს „ბრუკლინ ნეთსს“ ესტუმრა და 104:124 დამარცხდა. საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში თანაბარი თამაში მიდიოდა, მეოთხე ათწუთეულში კი ბრუკლინელები შეუჩერებლები იყვნენ და მეტოქეს 36:18 აჯობეს.
საქართველოს ნაკრების ცენტრი ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და შედეგიანობით თანაგუნდელთა შორის მეორე იყო – 14 ქულა. ეს მისი სარეკორდო მაჩვენებელია მიმდინარე სეზონში. გოგამ აგრეთვე 3 მოხსნა, 2 პასი, ერთი ჩაჭრა შეასრულა.
„ორლანდოს“ 5-5 მოგება-წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა. ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს „ჩიკაგოსთან“ გამართავს.