მარსელინო „ვილიარეალში“ დაბრუნდა

0
39

„ვილიარეალის“ ახალ მთავარ მწვრთნელად მარსელინო გარსია ტორალი დანიშნეს. 58 წლის სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მარსელინოსთვის „ყვითელ წყალქვეშა ნავში“ მუშაობა უცხო არაა, რადგან გუნდს 2013-2016 წლებში ხელმძღვანელობიდა. ის ბოლოს ფრანგულ „მარსელში“ მუშაობდა – 2023 წლის ივნისადან სექტემბრამდე.
მიმდინარე სეზონში მარსელინო „ვილიარელის“ მესამე თავკაცია. მანამდე, გუნდს ჯერ კიკე სეტიენი, ხოლო შემდეგ პაჩეტა ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი