გარსია გაუშვეს – კვარაცხელიას მაცარი გაწვრთნის

0
51

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფრანგი რუდი გარსია დაიხოვა. იტალიის მოქმედი ჩემპიონის ახალი თავკაცი იტალიელი ვალტერ მაცარია.
მაცარი “ნაპოლიში” მანამდე ორჯერ მუშაობდა. ის 1998-1999 წლებში გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ხოლო 2009 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მაისამდე ნეაპოლელებს თავკაცობდა.
62 წლის მაცარი “ნაპოლის” გარდა, “პისტოეზიეს”, “ლივორნოს”, “რეჯინას”, “სამპდორიას”, “ინტერს”, “უოტფორდს”, “ტორინოს” და “კალიარის” ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი