ჯიღაურმა აზიის ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში პენალტი ვერ გამოიყენა, რაც საბოლოოდ მის გუნდს ორი ქულის დაკარგვად დაუჯდა.
უზბეკეთის ქარშის „ნასაფმა“ არაბეთის გაერთიანებული საამიროების „ალ შარჯას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
ჯიღაური სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-6 წუთზე პენალტი ბვერ გამოიყენა – ბურთი კარს ააცილა. 29-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო პირველი ტაიმიას მერე შეცვალეს.
სტუმრებიდან ანგარიში მე-16 წუთზე „პორტუს“ ექსფორვარდმა მუსა მარეგამ გახსნა. მასპინძლებიდან 81-ე წუთზე საპასუხო ბურთი ბრაზილიელმა ლეგიონერმ მათეუსმა გაიტანა.
„ნასაფი“ B ჯგუფში მეორე ადგილზეა და ერთი ქულით სწორედ „ალ შარჯას“ ჩამორჩება.
ნამანგანის “ნავბახორმა” სტუმრად ირანის “ნასაჯი” 3:1 დაამარცხა. ქართველი თავდამსმელი თომა ტაბატაძე, რომელმაც ტრავმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა გამარჯვებულთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “ნავბახორი” 10 ქულით D ჯგუფში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





