„ჰათაისფორმა“, რომელშიც გიორგი აბურჯანია გამოდის, თურქეთის სუპერლიგაში ზედიზედ მესამე თამაში წააგო. მანამდე, ფრედ დასრულებულ ერთი შეხვედრის ჩათვლით ჰათაელებს 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ.
მე-10 ტურში „ჰათაისფორმა“ „ქაისერისფორს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს.
33-ე წუთზე ბეკაროღლუმ ავტოგოლი გაიტანა და სტუმრები დაწინაურდნენ. 47-ე წუთზე მასპინძლების კარი აირტონ ბოა მორტემ აიღო, 68-ე წუთზე ჰათაელებიდან პენალტი დადაშოვმა გამოიყენა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
„ჰათაისფორს“ 14 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს მე-11 ტურში „კრემონეზემ“ სტუმრად „ჩიტადელას“ 2:1 აჯობა. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი გამარჯვებულთა საათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ არ უთამაშია.
„კრემონეზე“ 16 ქულით 20 გუნდს შორის მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი




