შოტლანდიასთან ბილეთების გაყიდვა დაიწყო

0
35

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს შოტლანდიის წინააღმდეგ 16 ნოემბერს გამართავს.
შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჩატარდება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება. ბილეთების რეალიზაცია 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ მომხმარებელს, თამაშის მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთის ფასი: 10, 20, 30 და 50 ლარი.