17-წლამდელებმა ევროსარჩევში დანია დაამარცხეს

0
48

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 20224 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე A ჯგუფში მეორე მატჩი დანიასთან ჩაატარა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა.
შეხვედრაში ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც გუსტაფსენი დანიელთა საჯარიმოდან ბურთის მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ პირიქით კარში დარტყმა გამოუვიდა და ტყავის სფერო მეკარეს თავს ზემოთ გადაატარა 0:1.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ქართველი ფეხბურთელის გაკეტებული პასის შემდეგ, დანიელთა მეკარემ საჯარიმოს წინ ძალიან ცუდად მიიღო ბურთი, რომელსაც სალია დაეუფლა და მისი დარტყმული ბრეუმ-ჰარლიდტმა მოიგერია, მაგრამ ელისაშვილმა ზუსტად დაამატა – 0:2.
56-ე წუთზე საქართველოს საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ობი მეურვეს გაცდა და მისი დარტყმის მერე ყავლაშვილმა ბურთი მოიგერია, თუმცა კართან ახლოს მყოფმა ტორნვიგმა ანგარიში შეამცირა.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილზეა. ლიდერი ავსტრიაა, რომელმაც დღეს ლიეტუვა 1:0 დაამარცხა.
გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს ლიეტუვასთან ჩაატარებს.
დანია – საქართველო 1:2 (0:2)
14 ოქტომბერი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
დანია
: ბრეუმ-ჰარლიდი, დურინგი, მარკმენი (კ), ანდერსენი, გუსტაფსენი, ჰეიდე (ჰყსენი, 81), მოალემი, რიასი (ლასენი, 46), აბრაჰამსენი (აბილგაარდი, 46), ტორნვიგი, რისნაესი (ობი, 46).
მთავარი მწვრთნელი: იესპერ მიკელსენი.
საქართველო: ყავლაშვილი, გვასალია, ამისულაშვილი, შათირიშვილი, ხარებაშვილი, სურგულაძე, გოგოტიშვილი, ელისაშვილი, წულაია (კ), ჩიქოვანი, სალია.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.
გოლები: 0:1 გუსტაფსენი (35), 0:2 ელისაშვილი (45+2), 1:2 ტორნვიგი (56).
გაფრთხილება: აბრაჰამსენი (9), ჰუსენი (90+4), გლუნჩაძე (90+9)
მთავარი მსაჯი: ჯეიმი რობინსონი (ჩრ. ირლანდია)

ლაშა თაბაგარი