გიორგი მიქუტაძე, რომელმაც საქართველო ეროვნული ნაკრები ისტორიაში ერთ მატჩშში 4 გოლი პირველმა გაიტანა, ნაჩვენები შედეგით ამაყია. მან თავი ტაილანდთან 8:0 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში გამოიჩინა.
გიორგი მიქაუტაძე: “ძალიან მჭირდებოდა გოლები და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში შევედი. 4 გოლი ყოველ თამაშში არ გადის, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ და ასე უნდა გავაგრძელოთ. მზად ვარ კვიპროსთან სათამაშოდაც, „აიაქსში“ არ მაქვს ბევრი დრო და როცა მათამაშებენ, მაშინაც, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ მათამაშებენ, მაგრამ ველოდები, რომ ფორვარდის პოზიციაზე მომეცეს შანსი.
დღეს სანიოლმა მომცა ამის შესაძლებლობა და გამოვიყენე. ყველა თამაშში მინდა ვაჩვენო, რომ შემიძლია გოლების გატანა. შოთა არველაძეს ჯერ არ დაურეკავს. გახარებული ვარ, რომ მისი რეკორდი გავაუმჯობესე, მაგრამ რეკორდები სწორედ ამისთვის არსებობს“.
გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე, რეკორდი მფლობელი შოთა არველაძე იყო, რომელმაც ალბანეთთან და ფარერებთან ჰეთ-თრიქი მიითვალა.





