სიგუას სასტარტო პირველად ანდეს

0
57

გაბრიელ სიგუას „ბაზელში“ გადასვლის შემდეგ, შვეიცარიის ჩემპიონატში სასტარტო შემადგენლობაში ადგილი პირველად ანდეს. მე-10 ტურში ბაზელელები სტუმრად „იანგ ბოიზს“ შეხვდნენ და 0:3 წააგეს. 18 წლის ქართველი ნახევარმცველი 63-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინაარე სეზონში 5-ჯერ ითამაშა და მანამდე სასტარტო თერთმეტეულში არ ყოფილა. „ბაზელი“ 5 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.
ბელგიის ჩემპიონატის მე-8 ტურში „ბევერენი“ შინ „ზულტე ვარეგემთან“ 0:3 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი მასპინძლების სასტარტოში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. „ბევერენი“ 6 ქულით მე-14 ადგილზეა.
ყაზახეთის რანგით მეორე ლიგაში თავისი მე-17 გოლი გაიტანა ბექა ქავთარაძემ. „ელიმაის“ ფორვარდმა „აკადემიასთან“ სტუმრად 2:2 დასრულებულ მატჩში პენალტი გაიტანა. მისი გუნდი მომავალ სეზონში ყაზახეთის პრემიერლიგაში ითამაშებს.
იმავე ლიგაში თავის მეშვიდედ გამოიჩინა „ჟენისის“ ფორვარდმა თამაზ მაქაცარიამ, რომელმაც ასევე თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად „ხან თენგრისთან“ 4:1 მოგებულ შეხვედრაში.
ლაშა თაბაგარი