კოუტინიო კატარის ჩემპიონატში ითამაშებს

0
78

ფილიპე კოუტინიო კარიერას კატარის საფეხბურთო ჩემპიონატში განაგრძობს. ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ალ დუჰაილში“ ითამაშებს, სადაც ერთი წლით ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ გაანათხოვრა. მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. კოუტინიო ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
კოუტინიო კარიერის განმავლობაში ასევე მილანის „ინტერში“, „ვასკო და გამაში“, „ესპანიოლში“, „ლივერპულში“, „ბარსელონაში“ და მიუნხენის „ბაიერნში“ გამოდიოდა.
ცნობისთვის, „ბარსელონამ“ კოუტინიო 2018 წლის იანვარში 142 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა, მაგრამ ბრაზილიელმა გაცემული ავანსი ვერ გაამართლა. მან „ბარსაში“ ჩატარებულ 106 მატჩი 26 გოლი გაიტანა.