საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, დღეს, 20:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს ხვალ, ქუთაისში, გიბრალტართან მატჩით გახსნის, ხოლო მეორე ტურის შეხვედრაში – 12 სექტემბერს, კიშინიოვში, მოლდოვას დაუპირისპირდება.
21-წლამდე ნაკრებმა დღეს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
რამაზ სვანაძე (21-წლამდელთა ნააკრების მთავარი მწვრთნელი): “ახალ შესარჩევს ვიწყებთ. ახალი გუნდია და ახალი თაობაა. შესაბამისად მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონია. მომავალ თამაშს დიდი იმედით ველოდებით. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და გვინდა შესარჩევი ეტაპი მაჟორულ ნოტზე დავიწყოთ.
ბევრი ახალწვეული გვყავს და როგორც ვარჯიშის, ასევე თამაშების დროს გვინდა მათი შესაძლებლობა დავინახოთ. ზოგადად თაობათა ცვლა ძალიან საინტერესო პროცესია. მესმის რომ განსაკუთრებით საწყის ეტაპზე რაღაც პრობლემები შესაძლოა შეგვექმნას, მაგრამ ჩვენ ოფიციალურ თამაშებს ვთამაშობ და გვინდა კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს, რომელიც ამ ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებს”.
ხვალინდელი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Vimeo-ს არხი შემოგთავაზებთ.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), გეგი გეგუჩაძე (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), საბა მამაცაშვილი (გაგრა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი წყალტუბო), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (ლიეპაია, ლატვია), ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).
U21 | შემოდგომის განრიგი
6 სექტემბერი | საქართველო – გიბრალტარი | 20:00 | ბილეთები
12 სექტემბერი | მოლდოვა – საქართველო | 21:00
12 ოქტომბერი | საქართველო – ნიდერლანდები
17 ოქტომბერი | საქართველო – შვედეთი
16 ნოემბერი | ჩრდ. მაკედონია – საქართველო
