ლუკაკუ „რიმასთვის“ შეუტევს

0
5

რომელუ ლუკაკუ მომავალ სეზონს „რომაში“ გაატარებს, რომელსაც ჟოზე მოურინიო წვრთნის.
ბელგიის ეროვნული ნაკრებისს ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი იტალიის დედაქალაქში დღეს ჩაფრინდა და „რომასთან“ ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ის ამ პერიოდის განმავლობაში 7,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
„ჩელსი“, რომელთან ლუკაკუს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს ბელგიელის განათხოვრებისთვის 5 მილიონ ევროს მიიღებს.
30 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით მილანის „ინტერში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 37 მატჩში 14 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი