„დილა“ გეილში 700000 ევროს მიიღებს

0
26

ტიერი გეილი კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგაში განაგრძობს. ავსტრიული მედიის ინფორმაციით, ბარბადოსელი გარემარბი ვენაში ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს „რაპიდთან“ გააფორმებს. გორის „დილას“ ექსფეხბურთელის ვენაში ჩაფრენის კადრები ავსტრიულმა ვებგვერდებმა გაავრცელეს.
გეილის სანაცვლოდ „დილა“ 700000 ევროს მიიღებს. გორულ კლუბს არსებობის ისტორიაში ასეთ ფასად ფეხბურთელი არასოდეს გაუყიდია.
გეილი “დილას” გასული ივნისში შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 21 წლის ბარბადოსელმა წელს საქართველოს ჩემპიონატში 19-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო. ის გორულ კლუბში გადასვლამდე უნგრულ “ჰონვედში” გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი