გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის „აიაქსში“ გადადის. ფრანგული გამოცემა le10sport.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნიდერლანდურ გრანდს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ ფრანგული „მეცი“ 22 წლის ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ის გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეეთეს ფეხბურთელი და ბომბარდირი (23 გოლი) გახდა.
მიქაუტაძე 2020-2021 წლების სეზონში “მეციდან” ბელგიის “სერენში” იჯარით თამაშობდა და ბელგიის რანგით მეორე ლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი 19 გოლით გახდა. გარდა ამისა, პლეი-ოფში კიდევ 3 ბურთი მიითვალა და “სერენი” არსებობის ისტორიაში პირველად უმაღლესი დივიზიონში გადაიყვანა. ის გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ლაშა თაბაგარი
