კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „თელავის“ წაუგებელი სერია ოთხ მატჩამდე გაიზარდა. გიორგი მიქაძის გუნდს სტუმრად ზედიზედ სამი თამაშის მოგების მერე, „კავკასიონ არენაზე“ „დინამოსთან“ სამი ქული ასაღებად ძალიან ცოტა დააკლდა.
შეხვედრის მე-20 წუთზე მარჯვენა ფლანგზე ლუკა ლაცაბიძეს ფეხი დაუცდა და ბურთს ირაკლი რუხაძე დაეუფლა, რომელმაც პასი მეტოქის საჯარიმოშსი გახსნილ ჟონელ დეზირეს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა. ცნობისთვის. „დინამოს“ კარს დავით კერესელიძე იცავდა, ხოლო გიორგი ლორია განაცხადსი არ იყო. ასევე. ესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილებს ტრავმის გამო ნახევარმცველი იმრანი აკლდათ.
29-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა მიიჩნია, რომ თელაველთა მცველმა ემერ ბეგიჩმა თავის საჯარიმპოში ხელით ითამაშა და რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების მერე პენალტი დანიშნა, რომელიც ხარაიშვილმა გაიტანა.
59-ე წუთზე თელაველთა კაპიტანი ირაკლი რუხაძე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მას მერე რაც გიორგი მაისურაძე გაცდა, ძალიან მახვილი კუთხიდან შორეულ „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა.
მე-80 წუთზე „დინამოს“ ნიგერიელმა ლეიონერმა მუსა-ბაბა საანგარემ მასპინძლების საჯარიმოში ბურთი მკრედით მიიღო, ორ მოწინააღმდეგეს გაუმკლავდა და მისი დარტყმის მერე ბურთი მოედნის საფარს შეეხო, რის გამო, გადამხტარ იურჩენკოს თავს ზემოთ გადაცდა – 2:2.
83-ე წუთზე „თელავის“ უკრაინელი ნახევარმცველი ევგენი პროტასოვი თბილისელთა საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შევიდა და ოდნაც ცენტრისკენ შეწევის მერე შორეულ კუთხეში დაარტყა – ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
86-ე წუთზე „დინამოს“ მცველი დავით კობოური თავის საჯარიმოში ცდილობდა ბურთთან ჯეფერსონ ჯერალდო არ მიეშვა, რა დროსაც კარიდან გამოსულმა კერესელიძეს ტყავის სფერო ხელიდან გაუვარდამ რის შემდეგ ჯეფერსონ ჯერალდო წააქცია. ყრუაშვილმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა და თერთმეტმეტრიანი დადო. დარტყმა თავად ბრაზილიელმა ითავა და კერესელიძემ ბურთი ნახტომში მოიგერია.
შეხვედრისთვის დამატებულ მე-6 წუთზე დინამოელთა კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილმა სანგარემ ბურთი მიიღო და შორეულ კუთხეში გაგზავნა – თელაველები წაგებას გვერდითმა ძელმა გადაარჩინა.
„დინამომ“ 41 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო „თელავი“ 21 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.
„დილას“ მთავარი მწვრთნელის რანგში ირაკლი მოდებაძის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. მოდებაძე წლების განმავლობაში გორში თამაშობდა და გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონატიც მოიგო. კარიერის დასრულების მერე, ის „დილაში“ უკრაინელ ანდრეი დემჩენკოს ეხმარებოდა, რომელმაც მიმდინარე კვირაში ბათუმის „დინამოში“ გია გეგუჩაძე შეცვალა.
„დილამ“ გათამაშების აუტსაიდერი ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და 5:1 დაამარცხა. გორელები მე-4 წუთზე გიორგი გაფრინდაშვილმა დააწინაურა, რასაც ხუთ წუთში ჟან ვიქტორის გოლი მოჰყვა. 35-ე წუთზე ქობულეთელმა ლაშა კვარაცხელიამ ავტოგოლი მიითვალა. 64-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი მიკოლა კოვტალიუკმა გამოიჩინა. მე-80 წუთზე „შუქურადან“ პრესტიჟის გოლი გიორგი გოგოლაშვილმა გაიტანა. 86-ე წუთზე წერტილი კოვტალიუკმა დასვა. გორელებისთვის განვლილ შეხვედრაში გამარჯცების გარდა კარგი ფაქტი ისიც მოხდა, რომ ორთვიანი იძულებითი დასვენების შემდეგ გუნდს კაპიტანი ნიკა გაგნიძე დაუბრუნდა, რომელიც თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო. მან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე მუხლი დაიზიანა.
თელავი 2:2 დინამო თბ
დილა 5:1 შუქურა
ლაშა თაბაგარი
