ივა გელაშვილი კარიერას იტალიის სერია B-ს კლუბ “სპეციაში” განაგრძობს. იტალიელებმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსმცველმა ბათუმის “დინამოდან” ერთწლიანი იჯარით აიყვანეს, რომლის დასრულების შემდეგ მისი გამისყიდვის უფლება ექნებათ.
22 წლის ცენტრალური მცველი პრაღის „სპარტას“ აღზრდილია. რომლის მეორე გუნდში 20 მატჩი ჩაატარა.
ის შაარშან ბოლნისის „სიონში“ გამოდიოდა, სადაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 7-ჯერ ითამაშა, ხოლო წელს „საბურთალოს“ მაისურით საქართველოს ჩემპიონატში 15 შეხვედრა ჩაატარა.
მიმდინარე სეზონში გელშვილი მეორე ქართველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც სერია B-ში ითააშებს. შეგახსენებთ, რომ “კრემონეზეში” საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი გამოდის.
ლაშა თაბაგარი




