აკაკი გიუნაშვილი კარიერას იტალიის სერია A-ს კლუბ “ფროზინონეში” განაგრძობს. ამის შესახებ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე ფოთელთა პრესსამსახური იუწყება:
“ფოთის კოლხეთი 1913-ის ფეხბურთელი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი აკაკი გიუნაშვილი, ხვალ იტალიაში მიემგზავრება, სადაც უფასო იჯარის წესით სერია A-ს დებიუტანტ „ფროზინონეს“ რიგებში ჩაირიცხება“.
ამ ეტაოპზე უცნობია 18 წლის გიუნაშვილი “ფროზინონეს” პირველ გუნდში ჩაირიცხება თუ ახალგაზრდულში. ცნობისთვის, მას ჯერ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში არ უთამაშია.
შეგახენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში “ფროზინონემ” ფოთის “კოლხეთიდან” ერთწლიანი იჯარით გარემარბი გიორგი კვერნაძე დაიმატა.
ლაშა თაბაგარი




