ბათუმის “დინამო” ახალი მწვრთნელის მოლოდინში

0
70

გია გეგუჩაძე ბათუმის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. კლუბის ხელმძღვანელობა მადლობას უხდის ბატონ გიას გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
გია გეგუჩაძემ “დინამო” 2018 წლის იანვარში ჩაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონობა, ეროვნული ლიგის ჩემპიონობა, სუპერთასის მოგება და 3-ჯერ ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა რაც გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ამ პერიოდში ჩატარებული 188 ოფიციალური მატჩიდან დინამომ 108 შეხვედრა მოიგო, 46 მატჩი ფრედ დაასრულა და 34 მარცხი განიცადა.
გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის თაობაზე გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობა უახლოეს პერიოდში მიიღებს.