ანდრეი დემჩენკო: “ფიზიკური კონდიციები არ გვეყო”

0
77

გორის “დილას” მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოს მიაჩნია, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად პოლტავის “ვორსკლასთან” 1:2 წაგებულ მატჩში, მის გუნდს ფიზიკური მომზადება არ ეყო.
ანდრეი დემჩენკო: “პირველ ყოვლისა, აღვნიშნავ „ვორსკლას“ ფეხბურთელების საუკეთესო ფიზიკურ მომზადებას, რომლებმაც თამაშის მიწურულს ჩემი გუნდის შევიწროება და მიზნის მიღწევა შეძლეს.
ვორსკლა“ ძალიან ძლიერი გუნდია, გავაფრთხილე ჩემი ბიჭები ამის შესახებ, მაგრამ… ეს წაგება ძალიან რთული გადასატანი იყო. „ვორსკლა“ თავს კომპეტენტურად იცავდა, ინიციატივა დაგვითმო და ფლანგები ჩაგვიკეტა.
ვიქტორ სკრიპნიკის გუნდი სეზონისთვის ფიზიკურად კარგად არის მომზადებული. 75 წუთი ითმენდნენ, თავიანთ შანსს ელოდნენ და კონტრშეტევების დროს გოლის გატანის არაერთი შანსი ჰქონდათ. სკრიპნიკმა ასეთი ტაქტიკა აირჩია და საბოლოოდ უბრალოდ ფიზიკური კონდიციები არ გვეყო“.
გორელები “ვორსკლასთან” საპასუხო შეხბედრას 3 აგვისტოს თენიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.