შვეიცარიული მედია: სიგუა „ბაზელში“ გადადის

0
66

გაბრიელ სიგუა დიდი ალბათობით კარიერას „ბაზელში“ გააგრძელებს. შვეიცარიიული მედიის ინფორმაციით, ბაზელელები 18 წლის ქართველ ნახევარმცველს ენდი დიუფის შემცვლელად განიხილავენ.
თბილისის „დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჰამრუნ სპარტანსთან“ პირველი მატჩის ჩასატარებლად მალტაზე გაფრინდა, მაგრამ სიგუა გუნდს არ გაჰყოლია. 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, რომელმაც ერთი თამაში ეროვნულ გუნდშიც ჩაატარა, შვეიცარიაში გაემგზავრა.
სიგუა „დინამოს“ პირველ გუნდში მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა დააწინაურა. ახალგაზრდა შუახაზელმა შარშან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 9 თამაში ჩაატარა დაა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო. მან წელს დინამოელთა მაისურით 16-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი