MLS-ის ბინადარ „ატლანტა იუნაიტედს“ თურქეთის „ჰათაისფორდან“ საბა ლობჟანიძის შეძენა სურს.
თურქი ჟურნალისტის იაგიზ საბუნჯოღლუს ინფორმააციით, ამერიკელებმა ჰათაელებს საქართველოს ნაკრების გარემარბის სანაცვლოდ ერთი მილიონი ევრო (1,1 მილიონი) დოლარი შესთავაზეს.
„ჰათაისფორს“ 28 წლის ფეხბურთელში 1.5 მილიონი ევროს მიღება უნდა და მხარეებს შორის მოლაპარაკება გრძელდება, რადგან „ატლანტა იუნაიტედი“ ლობჟანიძის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.
ლობჟანიძემ გასული სეზონი „ჰათაისფორში“ დაიწყო, სადაც 21 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჰათაის პროვინცია ძალიან დაზარალდა და „ჰათაისფორმაც“ ჩემპიონატში დროებით გამოსვლა შეწყვიტა. ამის გამო 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „ქარაგიუმრუქს“ მიაშურა, რომლის შემადგენლობაში 10-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო. მან განვლილ სეზონში 6 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





