„სამტრედიამ“ ახვლედიანი დაიმატა და რობაქიძე გაუშვა

0
64

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა „სამტრედიამ“ მცველი ილია ახვლედიანი დაიმატა. 24 წლის ფეხბურთელი 2018-2022 წლებში წყალტუბოს „სამგურალში“ თამაშობდა. მან გასულ სეზონში წყალტუბოელთა შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატში 26-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაუშვა.
„სამტრედიამ“ თანამშრომლობის გაგრძელება ლუკა რობაქიძესთან აღარ ისურვა. 23 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 17-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია.