რაშფორდის ახალი კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“

0
70

მარკუს რაშფორდმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. მანჩესტერული კლუბის პრესსამსახურით 26 წლის თავდამსხმელმა ახალი ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
რაშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია. მას პირველ გუნდში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 339 მატჩში 123 გოლი გაიტანა.
გასულ სეზონში მარკუსმა „მანჩესტერის“ მაისურით 56 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 30-ჯერ აიღო.