ხორდი ალბა „ინტერ მაიამიში“ ითამაშებს

0
56

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ხორდი ალბა კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს.
„ალბა კონტრაქტს დღეს გააფორმებს“ – განაცხადა მაიამელთა ერთ-ერთმა მფლობელმა ხორხე მასმა.
ალბა 2012-2023 წლებში „ბარსელონაში“ გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 459 მატჩში 27 გოლი გაიტანა.
მან კატალონიელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა 5-ჯერ, ესპანეთის თასი 4-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 4-ჯერ მოიგო, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგის, უეფას სუპერთასის და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში „ინტერ მაიამის“ ლიონელ მესი და სერხიო ბუსკეტსი შეუერთდნენ, რომლების „ბარსელონაში“ ალბასთან ერთად წლების განმავლობაში თამაშობდნენ.