„ბაიერნმა“ კიმ მინ-ჯე წარადგინა

0
20

მიუნხენის „ბაიერნმა“ სამხრეთ კორეელი მცველი კიმ მინ-ჯაე წარადგინა. 26 წლის ფეხბურთელმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. ის ახალ გუნდში 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
„ნაპოლიმ“ აზიელი უკანახაზელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო მიიღო. კიმი ნეაპოლურ კლუბში გასული სეზონის წინ თურქეთის „ფენერბაჰჩედან“ გადავიდა და საუცხოოდ ითამაშა. იტალიური გუნდის მაისურით ყველა ტურნირში 45-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. ის იტალიის სერია A-ს საუკეთესო მცველად დაასახელეს და სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.