ჯიღაური უზბეკეთის ჩემპიონატში ითამაშებს

0
68

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კარიერას უზბეკეთის სუპერლიგის კლუბ „ნასაფში“ გააგრძელებს. 31 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა. ის „ნასაფს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან ცოტა ხნის წინ ყაზახეთის „კასპიისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. ჯიღაურმა მიმდინარე სეზონში ყაზახურ გუნდში 10 მატჩი ჩაატარა.
ჯიღაური „კასპიიში“ გადასვლამდე თბილისის “დინამოში”, საჩხერის “ჩიხურაში”, მაკედონიის სკოპიეს “ვარდარში”, საფრანგეთის “გრენობლში” და ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი