გია გეგუჩაძე „ტირანასთან“ რთული მატჩის მოლოდინშია და პროგნოზის გაკეთება უჭირს, ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს სტუმრად ალბანეთში გასამართ მატჩამდე განაცხადა.
გია გეგუჩაძე: „თავს კარგად ვგრძნობთ. განწყობა ჩვეულებრივი და ადეკვატური გვაქვს – თამაშის მნიშვნელობის შესაბამისი. საბრძოლო განწყობაა. მოწინააღმდეგე გუნდმა ჩვენთვის ყველაფერი დახურა და ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი ბოლო პერიოდში. უბრალოდ ვიცით თუ რამდენი და როგორი ხარისხის ფეხბურთელები დაიმატეს.
ვფიქრობ მოწინააღმდეგე საკმაოდ გაძლიერდა. რთულ თამაშს ველოდებით და ძალიან ძნელია რამე პროგნოზის გაკეთება. ეს ფეხბურთი, სადაც ბევრი რამის გარკვევა უშუალოდ მეტოქის სიძლიერიდან გამომდინარე მოგვიწევს“.
ლაშა თაბაგარი





