თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა “ასტანასთან” ნორმალურად ითამაშა, მაგრამ კმაყოფილი მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლით იქნება. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ყაზახურ გუნდთან 1:1 დასრულებული მატჩის მერე განაცხადა.
გიორგი ჭიაბრიშვილი: “პირველ ყოვილი, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ძალიან რთული აღმოჩნდა. ზოგადად, მეტოქემ უკეთესად ითამაშა. კარგია, რომ პირველი თამაში გასვლაზე გვქონდა. გაგვიჭირდა, როგორც მოედნის საფარის, ასევე სიცხის გამო. შეიძლება ითქვას, რომ პირველი თამაში ნორმალური იყო. შედეგით კმაყოფილი ვიქნები, თუ მომდევნო ეტაპზე გავალთ“.





