ბათუმის „დინამოში“ ახალწვეულების სიმრავლეა

0
27

ბათუმის „დინამომ“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გიორგი წიტაიშვილის გარდა, კიდევ 5 ახალი ფეხბურთელი დაიმატა.
ბათუმელთა ღირსებას დაიცავენ: ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მეკარე როინ კვასხვაძე, კვიპროსის „პაფოსი“ ექსმცველი ლევან ხარაბაძე, ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია, რომელიც „შუქურაში“ თამაშობდა, ასევე ნიკა ყიფიანი დაა ვიტინია, რომლებიც „თელავში“ გამოდიოდნენ.
ავსტრისი “ვოლფსბერგერში” გადასული ნახევარმცველ სანდრო ალთუნაშვილის გარდა, “დინამო” სენეგალელმა ფორვარდმა მუსა კონატემაც დატოვა, რომელმაც მოლოდინი ვერ გაამართლა.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 13 ივლისს ტირანაში ალბანეთის ექსჩემპიონი „ტირანას“ შეხვდება, ხოლო 20 ივლისს საპასუხო შეხვედრა ბათუმში ჩატარდება.